მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 ნოემბერი 2025 წელი

მე-5 კლასელების საგანმანათლებლო მოგზაურობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში!
მათ მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები, დაათვალიერეს ხალხური კულტურისა და ყოფის ამსახველი ექსპონატები და გაიგეს ბევრი საინტერესო ამბავი ჩვენი ქვეყნის წარსულზე.

ექსკურსია ჩატარდა „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგის ჯუბა თომაძის ორგანიზებით, ხოლო მოსწავლეებს თან ახლდა ბუნების მასწავლებელი ლიკა სირანაშვილი. მადლობა ორივე პედაგოგს მოსწავლეებისთვის ასეთი საინტერესო და შემეცნებითი დღის მოწყობისთვის!