მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 ნოემბერი 2025 წელი

ირველკლასელების შემოქმედებითი მოგზაურობა ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში

"წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?
• მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში , დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?"   

14 ნოემბერს ყველასათვის საყვარელი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ პირველკლასელები წაგვეყვანა "ლიპარტში" მინიატურული წიგნებისა და ყელსაბამი ფანქრების ვორქშოფზე.    

ვიდრე კითხვას ვისწავლით, წიგნს ხომ ილუსტრაციებით ვარჩევთ. ტყუილად არ უთქვამთ: ,,ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო". ჩვენი პირველკლასელები თვალებგაბრწყინებულნი და ხელებდაკაპიწებულნი ჩაერთნენ ხელნაკეთი ნივთების შექმნის პროცესში და თავიანთი ხელით შექმნეს ხელისგულზე რომ დაეტიათ იმ ზომის წიგნები _ ,,პეპი გრძელიწინდა" და ,,სახურავის ბინადარი კარლსონი."     

იმდენად სახალისო აღმოჩნდა მათთვის ეს პროცესი, რომ სულმოუთმენლად ელიან იმოგზაურონ პეპისა და კარლსონის სამყაროში.
 

  • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეიკო თვალაბეიშვილი 
  • დამრიგებლები : ეკა ლომინაძე და თამრი თაქთაქიშვილი