14 ნოემბერს, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს, ბავშვებთან ერთად წავიკითხეთ ავტორის საყვარელი წიგნიდან „ბულერბიელი ბავშვები“ თავი: „პონტუსი მიდის სკოლაში, ბატკნის ამბავი“.
პატარებმა არა მხოლოდ გაიაზრეს ტექსტი, არამედ იმსჯელეს გმირების ქცევებზე და საკუთარი თვალით დაინახეს, როგორი მეგობრობა, მზრუნველობა და პასუხისმგებლობა იყო ასახული ისტორიაში.
გაკვეთილი გამორჩეულად შემოქმედებითი აღმოჩნდა: ბავშვებმა არა მხოლოდ უპასუხეს კითხვებს, არამედ პონტუსსაც მისწერეს წერილები, გადმოსცეს საკუთარი ემოციები, შეავსეს „სიტყვის პირამიდა“, განამტკიცეს ახალი ლექსიკა და განივითარეს ენობრივი უნარები.
დღის ბოლოს მათ ფოსტის თანამშრომელი გააფერადეს, რათა წარმოედგინათ, როგორ მიაღწევდა მათი წერილი საყვარელ გმირამდე.
დღე იყო სითბოთი, წიგნის სიყვარულითა და ბავშვური ფანტაზიით სავსე.