მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
19 ნოემბერი 2025 წელი

მე-11 კლასელები „თხილის გულში“: სოლიდარობა, თანაგრძნობა და პრაქტიკული გამოცდილება

მე-11 კლასელი მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან - გუგა ბენდელიანთან ერთად ესტუმრნენ საქველმოქმედო ორგანიზაციას „თხილის გული“, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ უფასო სასადილოს ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამეცნიერო ცოდნასთან ერთად, მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების გაცნობა, რომლებიც ადამიანურობაზე, თანადგომასა და ერთმანეთის დახმარებაზეა დაფუძნებული. სწორედ ასეთი იყო ეს დღე — სითბოთი, ზრუნვითა და პატივისცემით სავსე.

ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთვნენ პროცესში: გაწმინდეს, დაჭრეს, მოამზადეს ინგრედიენტები, მოადუღეს, მოურიეს და გულით შექმნეს კერძები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ სასადილოს მომსახურებით.

ეს იყო არა მხოლოდ პრაქტიკული გაკვეთილი, არამედ ემოციური გამოცდილებაც — მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რომ თითოეული პატარა დახმარებაც კი შეიძლება დიდი სარგებლობის მომტანი იყოს.
ამ დღემ მათში კიდევ უფრო გააღვივა სოლიდარობა, თანაგრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობა.