მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 მარტი 2020 წელი

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავდივართ დისტანციური სწავლების რეჟიმზე

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

პირველ რიგში მხნეობას გისურვებთ, უფლის წყალობა არ მოაკლოს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - ის ადმინისტრაცია მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუციიდან გამომდინარე, ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა პრობლემებს, ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდება მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის პრევენციას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გადავდივართ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. "EduPage"-ის საშუალებით მოგეწოდებათ ონლაინ სწავლების ცხრილი, შესაბამისად დავალებები და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად შევძლებთ ჩვენი შვილების განათლებაზე ზრუნვას.

ნებისმიერი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ყველა მშობელს თქვენივე მოწოდებულ ელექტრონულ ფოსტაზე თავიდან გამოგეგზავნებათ "EduPage"-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ასევე დამრიგებლები კიდევ ერთხელ მოგაწვდიან "EduPage"-ის მოხმარების ინსტრუქციას და თქვენი შვილების "EduPage"-ის მომხმარებლის სახელებს და პაროლებს.

პატივისცემით წმინდა ნინოს სკოლის ადმინისტრაცია