მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 თებერვალი 2020 წელი

საერთაშორისო დიდოსტატის სალომე მელიას ერთდროული თამაშის სეანსი წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებთან

26 თებერვალს, წმინდა ნინოს სკოლაში ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ეროვნული ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ. მონაწილეობა მიიღეს წმინდა ნინოს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა. მათ ასევე დიდი ინტერესით შეუერთდნენ უფროსკლასელებიც.

ერთდროული თამაშის სეანსები ხშირად იმართება ჩვენს სკოლაში, რადგან წარმატებულ მოჭადრაკეებთან თამაში ბავშვებისთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. მათ ცოდნისა და ბრძოლისუნარიანობის გამოვლენის საშუალება ეძლევათ.

სალომე მელია წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებზე წერს: "ძალიან მომეწონა მათი მონდომება, განსაკუთრებით კი ის, რომ კულტურულები და მოწესრიგებულები იყვნენ. ძალიან საყვარლები არიან. სასიხარულოა სკოლაში ჭადრაკისადმი დიდი ინტერესი, რომ არის.ძალიან სხარტი და მონდომებული ბავშვები გყავთ".

სტუმარმა ჩვენს სკოლას სახსოვრად ჭადრაკის დაფები და სუვენირები გადასცა.