მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 იანვარი 2020 წელი

წმინდა ნინოს ახალი სკოლის შენობის გახსნითი ცერემონია

2019-2020 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი, წმინდა ნინოს სკოლამ სწავლა განაახლა ახალ შენობაში. სასწავლო წლის დაწყება სკოლას  და მშობლებს მიულოცა დირექტორმა, დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, მამა დავით ციცქიშვილმა, სკოლის ადმინისტრაციამ და სკოლის პედაგოგებმა. სკოლის ახალი შენობის გახსნა მოგვილოცეს ასევე წმინდა ნინოს სკოლის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც წარმატებითი ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სტუდენტები გახდნენ. სკოლა დიდი ხალისით ემზადებოდა მე-2 სემესტრის დასაწყებად. 

ცენტრალური ტრასიდან, გამონაბოლქვისგან და დაბინძურებული ქუჩებისგან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა უბანში, შენობა აღჭურვილია:

  • დიდი და ნათელი საკლასო ოთახებით;
  • თანამედროვე ინტერიერით;
  • წიწვოვანი ეზოთი;
  • მუსიკის, ცეკვის, ხატვისა და ჭადრაკის აუდიტორიებით;
  • ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტებით;
  • მრავალფეროვანი ბიბლიოთეკითა და კომპიუტერული ოთახებით;
  • ფსიქოლოგის და ექიმის კაბინეტით;
  • მშობლებისთვის ტავისუფალი პარკირების საშუალებით.

წმინდა ნინოს ახალი სკოლის მისამართია: სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებლის ქ. #52

ენდეთ ჩვენ 10 წლიან გამოცდილებას!

პატივისცემით სკოლის ადმინისტრაცია.