მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 აპრილი 2026 წელი

პატარა ხელებით შექმნილი ხელოვნება

ჩვენმა მესამეკლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნამდვილი საოცრებები შექმნეს!

თემა „ქანდაკება და რელიეფი“ მხოლოდ თეორიული მასალა არ აღმოჩნდა — ბავშვებმა პლასტელინის დახმარებით საკუთარი ფანტაზიები რეალობად აქციეს.

ხელოვნების მასწავლებელ ნინო ცარციძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საუცხოო ნამუშევრები გამოძერწეს. პლასტელინთან მუშაობა, გარდა შემოქმედებითი თვითგამოხატვისა, საუკეთესო საშუალებაა ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის, რაც ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დაათვალიერეთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეების შემოქმედება!