მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
16 მარტი 2026 წელი

ჩვენი მოსწავლეების წარმატება კინგსის ოლიმპიადაზე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა კინგსის ოლიმპიადაში. ოლიმპიადა ჩატარდა სხვადასხვა საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, სადაც ჩვენი მოსწავლეები I, II და III ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.    ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ მიღწევას და მომავალშიც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ.  

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორების მიერ დაანონსებული წამახალისებელი ინიციატივის ფარგლებში წარმატებული მოსწავლეების მასწავლებლებს კინგსის პარტნიორი კომპანიებისგან სპეციალური პრიზები გადაეცათ. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ლეილა თვალაბეიშვილს კომპანია „ალტას“ 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.  ვულოცავთ ლეიკო მასწავლებელს ამ სასიამოვნო აღიარებას.