მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 თებერვალი 2026 წელი

მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ სლავური ტრადიცია „მასლენიცა“ გააცოცხლეს

ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ სლავური ხალხური ტრადიცია – „მასლენიცა“ – გააცოცხლეს მინი სპექტაკლით, ცეკვა-სიმღერითა და კოსტუმირებული სანახაობით.

ღონისძიება მხიარულ და თბილ გარემოში ჩატარდა, სადაც მუსიკალური აკომპანიმენტები და კულინარიული პროდუქტი არავის დატოვებდა გულგრილს. მოსწავლეებმა ბლინებით, გაზაფხულის მოლოდინითა და სიხარულით გააცილეს ზამთარი.

ღონისძიების ორგანიზატორმა, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიმა, ემილია ჭუჭულაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ეს აქტივობა სკოლისთვის სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობის მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რადგან გვჯერა, რომ მრავალფეროვანი ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და დახარისხებაში".