მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 თებერვალი 2026 წელი

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი XI კლასში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 2026 წლის 18 თებერვალს XI კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ლალი მელივა.

მასწავლებელმა მარინა ტოხიშვილმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. გაკვეთილის მსვლელობისას თანდათან გამოიკვეთა მთავარი საკითხები. იმსჯელეს პირფერობაზე, უსაქმურობასა და სიზარმაცეზე, განათლებასა და სამართლიანობაზე. საინტერესო აღმოჩნდა მსჯელობა მოსაზრებაზე ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო". განიხილეს ილიას პუბლიცისტიკა, პატრიოტიზმი, პოეტისა და პოეზიის დანიშნულება.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილიას დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრების გზაზე, საზოგადოების წევრთა შორის ხიდჩატეხილობასა და გაუცხოებაზე. საკითხები დაუკავშირეს დღევანდელობას და იმსჯელეს თიოეულის აქტუალობაზე XXI საუკკუნეში.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ილიას გზა გზაა უფლის, სამართლიანობის, ადამიანური ღირსებისა და სამშობლოს სიყვარულის; რომ ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვა ახლა მათი ვალი და პასუხისმგებლობაა.