ჩვენი სკოლის IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეებთან ბუნებისმეტყველების გაკვეთილები „სწავლა–კეთებით“ პრინციპით წარიმართა. თემაზე „მზე და მთვარე“ მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს და სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა:
სადაც ციური სხეულების მოდელებისა და სინათლის წყაროს გამოყენებით დააკვირდნენ ჩრდილის ფორმისა და ზომის ცვლილებას.
განხორციელებული აქტივობების საშუალებით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს სამყაროს აგებულება და ციური სხეულების როლი ადამიანის ცხოვრებაში. სასწავლო პროცესი იყო საინტერესო, შემოქმედებითი და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, რაც მოსწავლეთა ჩართულობას კიდევ უფრო ზრდიდა.
გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელმა ნათია ხუჭუამ, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტიურობით მუშაობდნენ.
მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის ზრდას, დაკვირვების, ანალიზისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებას.