მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
12 დეკემბერი 2025 წელი

Pearson Level Test 7–11 კლასის მოსწავლეებისთვის

English Book Education-თან თანამშრომლობით ჩვენს სკოლაში ჩატარდა Pearson Level Test 7–11 კლასის მოსწავლეებისთვის.

სკოლა მუდმივად ზრუნავს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მოსწავლეთა ცოდნის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის შეფასებაზე. აღნიშნული მიზნის ფარგლებში, English Book Education-თან პარტნიორობით განხორციელდა Pearson Level Test — ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ონლაინ ენობრივი შეფასების სისტემა.

ტესტირება მოიცავდა სამი ძირითადი ენობრივი უნარის შეფასებას:
– Reading
– Listening
– Writing

ტესტი ჩატარდა თანამედროვე ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და ობიექტურ შედეგებს CEFR-ის (A1–C2) მიხედვით. ტესტირების შედეგად მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ რეალური სურათი საკუთარი ცოდნის დონეზე, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შესახებ, რაც ხელს უწყობს მათ ენობრივი მოტივაციის ზრდას.

მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინგლისური ენის პედაგოგებისთვის, ისე სკოლის ადმინისტრაციისთვის, რათა უფრო ეფექტურად დაიგეგმოს სასწავლო პროცესი და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გაძლიერდეს მოსწავლეთა მხარდაჭერა.

სკოლა მადლობას უხდის English Book Education-ს პროფესიონალიზმისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ჩვენი სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეებს შევუქმნათ თანამედროვე, ხარისხიანი და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.