მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
10 დეკემბერი 2025 წელი

ვსწავლობთ თამაშით — შემეცნებითი აქტივობა I კლასში

სწავლების პროცესის გასახალისებლად და მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად, I კლასში ჩატარდა მოთამაშე-შემეცნებითი აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში.

გაკვეთილის ფარგლებში დაფაზე განთავსებული იყო მარცვლები, სიტყვები და ხმოვნები. მოსწავლეებმა თამაშის ფორმატში შეასრულეს შემდეგი დავალებები:
– მარცვლებით შეადგინეს სიტყვები;
– სიტყვებით — წინადადებები.

აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველკლასელებმა ხალისით იმუშავეს და თამაშის გზით შეძლეს მიღებული ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკაში გამოყენება.

აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — ლეილა თვალაბეიშვილი.