მე-2ა კლასის მოსწავლეები სტუმრად იყვნენ “Kiki Ceramics”-ში და მონაწილეობა მიიღეს საახალწლო თიხის ხელოვნების მასტერკლასში. ბავშვებმა საკუთარი ხელებით შექმნეს საოცარი ნამუშევრები — ჭიქები, ვაზები და ნაძვისხის სათამაშოები.
მოსწავლეებმა საკუთარ თავს ნამდვილი კერამიკოსის როლი მოარგეს:
საოცარი ენერგიით შექმნილი ნამუშევრები მალე გამოიცხობა და დაახლოებით 2 კვირაში სკოლაში მოგვიტანს — ბავშვები კი მოუთმენლად ელიან საკუთარი ხელით შექმნილი ნივთების ნახვას!
კლასს აქტივობაზე ახლდა კლასის დამრიგებელი მაია ხელაძე, ასევე ჩვენი სკოლის პედაგოგი გვანცა ტალახაძე.
ასეთი შემოქმედებითი გამოცდილებები პატარა ხელოვანებს თვითგამოხატვის, დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში ეხმარება.