ჩვენმა მე-7 კლასელებმა შემოქმედებითად და დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე — ბავშვთა უფლებებზე.
გუნდებად გაერთიანებულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს ბავშვთა უფლებების კონვენცია, შეარჩიეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი და თანაკლასელებს აუხსნეს, რატომ მიიჩნევდნენ მათ პრიორიტეტულად. ასევე გაავლეს პარალელები კონსტიტუციასთან და ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან.
მათ მოიტანეს საინტერესო ისტორიული და ლიტერატურული მაგალითები, რითაც უკეთ წარმოაჩინეს, როგორ იცავს საზოგადოება ბავშვის უფლებებს და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილი იყო მცირე მაკეტები — „ბავშვთა სამყაროები“, სადაც მოსწავლეებმა ვიზუალურად ასახეს უსაფრთხო, თავისუფალი და დაცული გარემო ბავშვებისთვის.
პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეღრმავებინათ სამართლებრივი ცოდნა და უკეთ გაეგოთ საკუთარი უფლებები.
ვულოცავთ ჩვენს მე-7 კლასელებს პასუხისმგებლობითა და კრეატიულობით შესრულებულ დიდ საქმეს!
პროექტის ხელმძღვანელი: ჯუბა თომაძე