მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
09 დეკემბერი 2025 წელი

„შეხვედრა მშობელთან“ – ინსპირაციული შეხვედრა პოლიციის გამომძიებელთან

პლატფორმა „შეხვედრა მშობელთამ“ განსაკუთრებული საშუალებაა მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის გასაერთიანებლად. აღნიშნულმა აქტივობამ უფრო საინტერესო გახადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ცხოვრება.

2025 წლის 5 დეკემბერს სკოლაში სტუმრად გვეწვია Vბ და VIIბ კლასის მოსწავლეების სოფია და ნიკოლოზ მამედოვების დედა - ქალბატონი ანა ნინუა. მასთან შესახვედრად დიდი მონდომებით მოემზადნენ Vა და Vბ კლასის მოსწავლეები.

ქალბატონმა ანამ ბავშვებს საკუთარი ცხოვრებისეული არჩევანისა და პროფესიის შესახებ ბევრი მოუთხრო. აუხსნა, როგორ გადაწყვიტა იურისტობა, რატომ იზიდავდა მას ეს პროფესია და როგორ აღმოჩნდა პოლიციაში გამომძიებლად. ისიც უთხრა, რომ ადამიანთა უსაფრთხო ცხოვრებას დიდი ძალისხმევა და მონდომება სჭირდება, თუმცა, როცა კარგ საქმეს აკეთებ, საამაყოცაა და საპასუხისმგებლოც.

ქალბატონმა ანამ მოსწავლეებს აჩვენა თავისი საქმიანობის ფოტო და ვიდეომასალა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
ბავშვებმა უამრავი კითხვა დასვეს. მათ შორის დაინტერესდნენ ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებით. კითხვები შეეხებოდა ქურდობას, ძარცვას, ოჯახურ ძალადობას, ნარკოტიკსა და სხვა უამრავ ფაქტსა თუ ვარაუდს.

საუბრის შეჯამებისას ყველამ აღნიშნა, რომ ამ გზას არავინ უნდა დაადგეს და როცა ხედავ, რომ დანაშაული ხდება, სასწრაფოდ უნდა დარეკოს 112-ში.

მადლობა ქალბატონ ანას საკუთარი პროფესიის ასე მიმზიდველად და საინტერესოდ წარმოჩენისთვის.