მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
02 დეკემბერი 2025 წელი

„სიკეთის კალათა“ – 2ა კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი

ერთმანეთზე ზრუნვა
სიკეთის კეთება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც სიცოცხლეს ფასი ეკარგება.  
სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივებაა, რაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.  
რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება.

ქეთევან ჭილაშვილის „პატარა კალათა“ მეგობრების სიყვარულითაა სავსე.
ვისაუბრეთ მეგობრობაზე და სიკეთეზე.  
აღვნიშნეთ, რომ „სიკეთე ის ენაა, რომელიც ყრუსაც ესმის და ბრმაც ხედავს“.
მთავარია, სიკეთე ისე ვაკეთოთ, რომ „ერთი მუჭა ბზის ფასი არ გახდეს“…
მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს, მარცხენა რას აკეთებს… აი, ესაა მთავარი.  
თორემ, ტყუილად არ უთქვამთ: „დაყვედრებული ლუკმა ძაღლმაც არ შეჭამაო“.  

ბევრი ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ.
ავამეტყველეთ, გაპიროვნების ხერხით, ღრუბელი და მზე და დავახასიათეთ კიკნა ბიჭი.
საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გამოვიდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ქეთი დევნოზაშვილთან ერთად.

კიკნა ბიჭის მსგავსად,
ჩვენც ერთმანეთის სიყვარულით სავსე კალათა შევქმენით.   

— წერს მე-2ა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლეილა თვალაბეიშვილი.