მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 დეკემბერი 2025 წელი

ანასტასია ტვილდიანი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

მალიორკაზე, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სპორტულ ცენტრში — რაფაელ ნადალის აკადემიაში — გამართულ ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატზე „TenPro Global Junior Tour“, ჩვენი სკოლის მოსწავლემ ანასტასია ტვილდიანმა გამორჩეული შედეგი აჩვენა!  

ანასტასიამ მონაწილეობა მიიღო ორ ასაკობრივ კატეგორიაში — U14 და U16 — და ორივეში პირველი ადგილი მოიპოვა!

ის სამშობლოში ორი თასით დაბრუნდა — ეს გამარჯვება კი ნათლად უსვამს ხაზს მის პროფესიონალიზმს, დაუღალავ შრომას, ნიჭსა და შეუპოვრობას.  

ვულოცავთ ანასტასიას და მის ოჯახს ამ ბრწყინვალე წარმატებას და უსაზღვროდ ვამაყობთ მისი მიღწევებით!