მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 დეკემბერი 2025 წელი

მე-8 კლასელების ვიზიტი გალერეა „ბაიაში“

25 ნოემბერს 8კლასის მოსწავლეებმა გამართეს სასწავლო და შთამაგონებელი ვიზიტი გალერეა „ბაიაში“. ვიზიტს უძღვებოდნენ ჩვენი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები — ქეთევან დევნოზაშვილი და ნინო ცარციძე, ასევე კლასის დამრიგებელი — ირინე კვანჭიანი.   

მოსწავლეებმა გულდასმით დაათვალიერეს გამოფენის ექსპონატები, გაეცნენ სხვადასხვა მხატვრულ ტექნიკას და მასალებს, იმსჯელეს კომპოზიციისა და ფერის ფუნქციებზე.

პირისპირ გაცნობა ნამუშევრებთან მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ ტექნიკისა და სტილის აღქმაში, არამედ კრიტიკული მსჯელობისა და შემოქმედებითი დისკუსიის განვითარებაში.   

დიდი მადლობა გალერეა „ბაიას“ გუნდს პროფესიული მიღებისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასწავლებლებსა და დამრიგებელს — თქვენი ჩართულობა ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.