მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 ნოემბერი 2025 წელი

VIIბ კლასი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2025 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VIIბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.   

ქართული დამწერლობის სახეების შესწავლისა და სხვადასხვა ხელნაწერი ტექსტის გაცნობის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტოხიშვილმა დამრიგებელ თათია მხეიძესთან ერთად გადაწყვიტა მოსწავლეების წაყვანა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ხელნაწერი წიგნებისა თუ მათი ფრაგმენტების სანახავად.   

დიდ დარბაზში ხელოვნური განათებით გაბრწყინებული ხელნაწერები მოსწავლეებს იდუმალ გარემოს უქმნის და დათვალიერების სურვილს აღუძრავს. თითოეული მათგანი სულგანაბული უსმენს ცენტრის თანამშრომელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საგანძურს აცნობს მათ და სიამაყით განაწყობს.  

მოსწავლეებისთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის ხელით მოხაზული მრგვალი და ლამაზი ასოების ნახვა, დაით გურამიშვილის "დავითიანის" გადაშლა, ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკის (ფაზლის) აწყობა.   

იცნობდე შენი ქვეყნის საგანძურს - ვალდებულებაა!
გაუფრთხილდე წინაპართა ნაშრომს - პასუხისმგებლობა!