მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
29 ნოემბერი 2025 წელი

„რა არის ინტერნეტი?“ - თემატური პრეზენტაცია მშობლის მონაწილეობით

მშობლის ჩართულობა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა!

სიხარულით გიზიარებთ, რომ 2025–2026 სასწავლო წელს პირველად გვესტუმრა 3ა და 4ა კლასების მოსწავლეების მშობელი ქალბატონი თამარ კამხაძე, რომელმაც ბავშვებისთვის საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა თემაზე: „რა არის ინტერნეტი?“

შეხვედრა დაიწყო შეკითხვით: „რა არის ინტერნეტი?“ ბავშვებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და ჩართულობაც მაშინვე გაიზარდა.

ქალბატონმა თამარმა საინტერესოდ მოუთხრო ინტერნეტის შექმნისა და გავრცელების ისტორია, რატომ გაჩნდა ეს ტექნოლოგია და რისთვის გამოიყენებენ მას დღეს.
განიხილეს ინტერნეტის სახეები და წყაროები , როგორ მივდივართ ინტერნეტამდე და როგორ მუშაობს იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ონლაინ უსაფრთხოებას. ბავშვებმა გაიგეს, რატომ არ უნდა უპასუხონ უცხო ადამიანებს ინტერნეტში, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი მონაცემები და რატომ არის პირადი ინფორმაციის გაზიარება სარისკო.

ბავშვები ძალიან აქტიურები იყვნენ . ერთ-ერთმა მონაწილემ კი თქვა, რომ „ვიღაცამ ,,აიქლაუდის" კოდი მთხოვა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს საშიში იყო და დავბლოკეო“.  
ეს უკვე ძალიან კარგი მაგალითია, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს თემებზე საუბარი!

მადლობა ქალბატონ თამარ კამხაძეს საინტერესო, სახალისო და სასარგებლო შეხვედრისთვის!

ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც მშობლები ჩვენი სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ბავშვებს.