წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა გამორჩეულად თბილი და შემეცნებითი დღე გაატარეს სოფელ ქსოვრისში, მეფუტკრეობის ფერმაში „მეფუტკრეობა — ჩვენთან“.
ბავშვებმა დაათვალიერეს ფუტკრის სკები, გაიგეს, როგორ მზადდება თაფლი და რამდენი შრომა სჭირდება მეფუტკრის საქმიანობას. ისინი მონაწილეობდნენ თაფლის გამოღების პროცესშიც — თავად ჩამოასხეს ნატურალური თაფლი, რომელიც სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად მიიღეს.
ეს იყო დაუვიწყარი დღე, სავსე ცოდნით, ემოციებითა და ახალ გამოცდილებებით.
განსაკუთრებული მადლობა დამრიგებლებს — ანა ხელაიასა და ეთო აფციაურს — ბავშვებისთვის ასეთი შემეცნებითი და საინტერესო დღის მოწყობისთვის.
დიდ მადლობას ვუხდით მეფუტკრეობის ფერმას „ჩვენთან“ თბილი მასპინძლობისთვის!