საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს „იმიტაციების გალერეა“ — ადგილი, სადაც ხელოვნება, ფანტაზია და ილუზია ერთიანდება საინტერესო და მხიარულ თავგადასავალში.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და მონდომებით დაათვალიერეს გამოფენა, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ აქტივობებში და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად სასარგებლოც და სახალისოც
ექსკურსიას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა ლია ინჯიამ.
ბედნიერი სახეები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები — საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ ასეთი გასვლები ამდიდრებს ბავშვების ცოდნასა და წარმოსახვას!