წმინდა ნინოს სკოლის Xბ კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები — მეტეხის ტაძარი (სადაც არის წმინდა შუშანიკის საფლავი) და წმინდა აბოს ტაძარი (აშენებულია აბოს ცხედრის დაწვის ადგილას).
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ძველი თბილისის ისტორიისა და ქართული ქრისტიანული კულტურის შესახებ.
მეტეხის ტაძარში მათ მოილოცეს წმინდა შუშანიკის საფლავი.
ღონისძიება დაკავშირებული იყო ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების — იაკობ ხუცესის „წმინდა შუშანიკის წამებისა“ და იოვანე საბანისძის „წმინდა აბოს წამების“ შესწავლასთან.
მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინე კვანჭიანს, საინტერესო და შთამაგონებელი ექსკურსიის ორგანიზებისთვის.