მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 ნოემბერი 2025 წელი

ფრენბურთის ჩემპიონატი 2025  

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა ფრენბურთის ჩემპიონატი VI-VII კლასებს შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ VIIა და VIა კლასები. დაძაბულ და საინტერესო მატჩში გამარჯვება მოიპოვა VIIა კლასმა!  

მადლობა ჩვენს სპორტის მასწავლებლებს და ტურნირის ორგანიზატორებს — ბექა კვარაცხელიას და ქეთევან მიქელაძეს — ინიციატივისა და ჩართულობისთვის!  

ვულოცავთ VIIა კლასს დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს სპორტული სულისკვეთებისა და აქტიური მონაწილეობისთვის!