მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
04 ნოემბერი 2025 წელი

თეატრალური დასი "რამპას" მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა "ერთი მუჭა მიწა" მოიპოვა 4 ნომინაცია

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალურმა დასმა „რამპამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემოქმედება, ერთიანობა და პასუხისმგებლობით შესრულებული საქმე ყოველთვის შედეგს იძლევა.
თეატრალური ფესტივალის „მზიანი საქართველო 2025“ ფარგლებში ჩვენი სკოლის თეატრალური დასი "რამპა" მაყურებლისა და ჟიურის წინაშე წარდგა სპექტაკლით „ერთი მუჭა მიწა“ და მოიპოვა შემდეგი ნომინაციები:
 

  • საუკეთესო სცენარი – სპექტაკლი „ერთი მუჭა მიწა“
  • საუკეთესო სცენოგრაფია – სპექტაკლი „ერთი მუჭა მიწა“
  • ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება – მარიამ ანთიძე
  • მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება – დემეტრე ლიპარტელიანი

ეს წარმატება თითოეული ჩვენი პატარა მსახიობის ერთობლივი შრომისა და შემოქმედებითი თავდადების შედეგია.  

სცენარის ავტორი და რეჟისორი: მარი თაბაგარი
პროდიუსერი: ლალი მელივა
მუსიკალური ხელმძღვანელი: ნინო ბიბილური

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გულწრფელად ულოცავს თეატრალურ დასს „რამპას“ ამ წარმატებას და მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებსა და ჟიურის პროფესიონალური შეფასებისთვის.

გისურვებთ შემოქმედებით შთაგონებას, ახალ როლებსა და კიდევ მრავალ წარმატებას!