მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 ოქტომბერი 2025 წელი

მეფეებისა და დედოფლების სამყაროში – ჩვენი მესამე კლასელების საოცარი თავგადასავალი!

მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები გასვლითი საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში ესტუმრნენ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადაც მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებაში — „სამეფო გვირგვინი“.
აქტივობამ ბავშვები ისტორიისა და ხელოვნების შთამბეჭდავ სამყაროში მოავლინა. მათ იხილეს უნიკალური სიძველეები, გაიცნეს ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრეობა და მოისმინეს მრავალი საინტერესო ისტორია სამეფო გვირგვინებისა და ქართული სამეფო ტრადიციების შესახებ.

ექსკურსიის შემოქმედებით ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სამეფო სიმბოლო — გვირგვინი  , სადაც ფანტაზიამ, ფერებმა და ბავშვურმა შთაგონებამ ერთად შექმნა ნამდვილი მხატვრული სამყარო. მოსწავლეები იქ არამხოლოდ მსმენელები, არამედ ნამდვილი შემოქმედებიც იყვნენ — მათთან ერთად ისტორიაც გაცოცხლდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წარსულის გაცნობა შეიძლება იქცეს ყველაზე მხიარულ, შთამაგონებელ და თავგადასავლებით სავსე დღევანდელობად!

განსაკუთრებული მადლობა კლასის დამრიგებლებს — ეკატერინე ბიბილურსა და ნინო გაგოევს, რომლებმაც აქტივობა სიყვარულით, ენერგიითა და ინოვაციური მიდგომით წარმართეს.