მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 ოქტომბერი 2025 წელი

მე-5ბ კლასის „შედოუბოქსების“ პროექტი

მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილებზე შექმნეს და წარმოადგინეს საკუთარი “შედოუბოქსები” (Shadow Boxes) — საინტერესო, ფერადი და წარმოსახვითი ნამუშევრები, რომლებიც ასახავს მათ საყვარელ თემებსა და იდეებს.
პროექტის მიზანი იყო სიტყვებისა და ვიზუალური გამოთქმის შერწყმა, ინგლისური ენის გამოყენება შემოქმედებით კონტექსტში და საკუთარი ინტერესების პრეზენტაცია ინგლისურად.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები კლასის წინაშე და გააზიარეს, თუ რას გამოხატავდა თითოეული „შედოუბოქსი“.

პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი მაკა საკანდელიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ შეიძლება სწავლა იყოს ინტერაქტიული, სახალისო და შთამაგონებელი.