მე-4 კლასის მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის ზღაპრული მოთხრობის – „სალამურას თავგადასავალის“ – საოცარ სამყაროში იმოგზაურეს. ბავშვებმა არამხოლოდ წაიკითხეს ნაწარმოები, არამედ უყურეს სპექტაკლსაც, რის შემდეგაც თავიანთი შთაბეჭდილებები ნახატების საშუალებით გადმოსცეს.
ფურცლებზე გაცოცხლდა სალამურა და მისი მეგობრები — ფერებითა და ფანტაზიით სავსე ილუსტრაციებში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ხალისით შეასრულეს შემოქმედებითი დავალებები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა საკუთარი ხედვა და ემოცია გამოეხატათ. გაკვეთილი გადაიქცა ნამდვილ ფერთა და ფანტაზიის დღესასწაულად, სადაც წიგნი და ხელოვნება ერთ მთლიანობაში გაერთიანდა.