მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოირგეს კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის “პინოქიოს თავგადასავალი” მთავარი პერსონაჟის – ხის კაცუნა პინოქიოს – როლი.
პატარა მსახიობებმა საკუთარი ხელით დაამზადეს პინოქიოს ქუდი, საყელო და გრძელი ცხვირი, რითაც კიდევ უფრო იგრძნეს ზღაპრის საოცარი სამყაროს ატმოსფერო.
გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა ისაუბრეს პინოქიოს ფიქრებზე, განცდებზე, ემოციებზე, ინტერესებსა და მიზნებზე. მათ სცადეს დაეფიქრებინათ, რას გრძნობდა პინოქიო სხვადასხვა სიტუაციაში და როგორ იცვლებოდა იგი თავგადასავლების მსვლელობისას.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა აქტივობა „პერსონაჟის სკამი“, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლო წამოდგომა და პინოქიოს სახელით საუბარი – თითქოს თავად ყოფილიყვნენ ხის კაცუნა, რომელიც ცდილობს გულწრფელი და ჭკვიანი ბიჭი გახდეს.
გაკვეთილი სიხარულით, სიცილით და უამრავი საინტერესო ფიქრით დასრულდა.