დღეს ჩვენს სკოლაში გაიმართა ძალიან საინტერესო და ლამაზი აქტივობა პირველკლასელებისთვის — შემოდგომის თემაზე.
ბავშლებმა საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები, მოაწყვეს ნამდვილი შემოდგომის სურნელით სავსე სუფრა და გადაიღეს ულამაზესი ფოტოები.
სკოლის ეზო მოეწყო ფერად-ფერადი დეკორაციებითა და მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრებით. აქტივობა განსაკუთრებულად თბილ და შემოქმედებით გარემოში ჩატარდა — ბავშვებმა არა მხოლოდ ისწავლეს ტრადიციული ჩურჩხელის ამოვლება, არამედ ერთად შექმნეს ულამაზესი შემოდგომის ატმოსფერო, სადაც იგრძნობოდა სიხარული, გუნდურობა და შემოქმედებითი განწყობა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემოდგომის თემატიკაზე ჩვენი მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენაც, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა ბავშვების ნიჭსა და შემოქმედებით უნარებს.
ხატვის მასწავლებელთა — ქეთევან დევნოზაშვილისა და ნინო ცარციძის — შემოქმედებითმა ხედვამ და გემოვნებამ განსაკუთრებული ელფერი შესძინა ღონისძიებას. მათ მიერ შექმნილმა დეკორაციებმა ნამდვილი შემოდგომის სილამაზე გააცოცხლა სკოლის ეზოში.
განსაკუთრებული მადლობა პირველკლასელების დამრიგებლებს - ეკა ლომინაძესა და თამარ თაქთაქიშვილს, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მზადების პროცესში და სიყვარულით გაუძღვნენ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში.
ასევე მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ არაჩვეულებრივი დღის მოწყობაში და ბავშვებს დღესასწაულის განწყობა შეუქმნა!