საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა უერთდება დაზოგვის მსოფლიო დღის (31 ოქტომბერი) აღნიშვნას, რომელიც წელს მსოფლიოში უკვე 101-ედ ტარდება! საქართველო ამ მნიშვნელოვან თარიღს 2012 წლიდან აღნიშნავს და მისი მთავარი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფინანსური განათლების გაღრმავება. ამ დღის სიმბოლოა შრომისმოყვარე ჭიანჭველა "გროვია".
სპეციალური საიუბილეო პროექტი: "მოიწვიე ფინედუ კლასში"
წლევანდელი კამპანია განსაკუთრებულია, რადგან იგი ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს!
სწორედ ამ ორმაგი დღესასწაულის ფარგლებში, ჩვენს სკოლას ესტუმრებიან ფინედუს დესპანები პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში!
დესპანებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო და გამორჩეული აქტივობა თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, რომელიც ბავშვებს დაზოგვისა და ფინანსების საბაზისო ცოდნას ინტერაქტიული გზით გაუღრმავებს.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომ ისწავლონ ფულის გონივრულად მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა და გაიგონ მეტი ჩვენი ეროვნული ვალუტის ისტორიის შესახებ!
გისურვებთ წარმატებას და გროვიასავით შრომისმოყვარეობას დაგროვების საქმეში!