მოსწავლეების სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენი სკოლა მთელი წლის განმავლობაში გამართავს შიდა სასკოლო ტურნირებს სხვადასხვა სახეობაში: ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი.
ტურნირების განრიგი უკვე ცნობილია – მოსწავლეებს VI-XII კლასებიდან ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი კლასის ღირსება დაიცვან სპორტულ არენაზე და იბრძოლონ ჩემპიონობისთვის!
ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას!
მოდით ერთად ვუქომაგოთ ჩვენს სპორტსმენებს!