მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
07 სექტემბერი 2025 წელი

პროფესიული განვითარება და ინოვაცია — მასწავლებლების ტრენინგი English Book Education-თან ერთად

ხარისხის გაუმჯობესების საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა და "English Book Education".

სკოლის ინგლისური ენისა და მათემატიკის პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ ტრენინგში, რომლის მიზანი იყო მათი პროფესიული უნარების გაღრმავება და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასწავლო პროცესის განვითარებისკენ — იგი არა მხოლოდ აძლიერებს პედაგოგების კომპეტენციას, არამედ ხელს უწყობს სწავლების #ინოვაციურობას და მოსწავლეებისთვის საინტერესო, დინამიკური გარემოს შექმნას.

ტრენინგის შედეგად პედაგოგებმა მიიღეს ახალი ცოდნა და გააზიარეს გამოცდილება, რაც დაეხმარებათ უკეთ მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის და მოერგონ თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო მოთხოვნებს.

English Book Education-სა და წმინდა ნინოს სკოლის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა, მათ შორის:

  • კონფერენციები და სემინარები – პედაგოგების პროფესიული განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და საგანმანათლებლო სიახლეების განხილვისთვის;
  • ტრენინგები კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით – ცოდნის გაღრმავებისა და სწავლების უნარების დახვეწისთვის;
  • ერთობლივი პროექტები – მოსწავლეთა შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარების მიზნით.

English Book Education და მისი პარტნიორი აკადემიური დაწესებულებები ქმნიან თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეძლევათ შეუზღუდავი შესაძლებლობა განვითარებისა და წარმატების მისაღწევად.