მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 მაისი 2025 წელი

„იავნანამ რა ჰქმნა?!“ – „რამპას“ ახალი სპექტაკლი მაყურებლის გულებში ჩაწვდა

,,იავნანამ რა ჰქმნა?!" - სწორედ ამ კითხვაზე მიიღო პასუხი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მაყურებელმა, რომელსაც სტუდია "რამპამ" ახალი, ემოციებით სავსე სპექტაკლი შესთავაზა.

იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ქმნილების მოტივებზე შექმნილმა დადგმამ დედაშვილობის სიყვარულს ფრთები შეასხა და არა მხოლოდ გოგებაშვილის პერსონაჟებს, არამედ დარბაზში მყოფ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა. სპექტაკლმა დიდი ემოცია გამოიწვია. ეს იყო ნამდვილი ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დედის უპირობო სიყვარულისა და შვილისადმი მისწრაფების საოცარი ძალა.

სპექტაკლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის შემოქმედებით გუნდს:

  • სცენარის ავტორმა და რეჟისორმა - მარი თაბაგარიმა გოგებაშვილისეული სულისკვეთება თანამედროვე სცენაზე გადმოიტანა.
  • ლალი მელივას მხარდაჭერამ უზრუნველყო დადგმის შეუფერხებელი მიმდინარეობა.
  • ნინო ბიბილურის მიერ შერჩეულმა მუსიკამ კიდევ უფრო გააძლიერა ემოციური ფონი და სპექტაკლს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
  • ნათია ხუჭუას ქორეოგრაფიულმა გადაწყვეტებმა დადგმას დინამიკურობა და ვიზუალური ელფერი შემატა.

სტუდია "რამპას" ახალი სპექტაკლი მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების მნიშვნელობას.