მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 მაისი 2025 წელი

შიდა სასკოლო ფეხბურთის ჩემპიონატი წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კლასთა შორის ფეხბურთის დაძაბული და ემოციებით სავსე შეჯიბრი გაიმართა.
მოედანზე ერთმანეთს მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ და ნამდვილი სანახაობა შემოგვთავაზეს. მატჩებს ობიექტურად და პროფესიონალურად მსაჯობდა ჩვენი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები, ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა!

თამაშები სავსე იყო ლამაზი კომბინაციებით, თავდაუზოგავი ბრძოლით და, რა თქმა უნდა, ულამაზესი გოლებით. გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავიანთ ფავორიტებს, რაც დამატებით მუხტს სძენდა შეხვედრებს.

დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული  მე-10 კლასის გუნდმა მოიპოვა! ვულოცავთ ჩვენს გამარჯვებულებს დამსახურებულ ტრიუმფს!

  • გიორგი ფილფანი
  • ანდრია რუსია
  • მახო წვერიკმაზაშვილი
  • გეგა ერგემლიძე
  • მათე ხიდაშელი
  • ალექსანდრე ჩივაძე 

მათ მართლაც იბრძოლეს ბოლომდე და აჩვენეს ნამდვილი გუნდური სულისკვეთება.
სკოლაში მსგავსი სპორტული ღონისძიებები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლეების განვითარებისთვის.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სკოლაში ასეთი ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდები იზრდებიან! იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას ვიხილავთ.