მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 მაისი 2025 წელი

წარმატება ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში – ჩვენი გუნდი ფინალშია!

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა წარმატებით გადალახა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ნახევარფინალური ეტაპი!

ნიკოლოზ მახაშვილმა, ნიკოლოზ შარიქაძემ, ანასტასია ციცქიშვილმა, სანდრო კირკიტაძემ და თორნიკე კუტუბიძემ ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი სკოლა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. მათ მიერ ნაჩვენები შედეგი - 12 ქულა შესაძლო 20-დან - საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი 58 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრილიყო და დამსახურებულად გადასულიყო ფინალურ ეტაპზე. ნახევარფინალში მთელი საქართველოდან 275 სკოლის 1375 მოსწავლე მონაწილეობდა, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ვუსურვებთ ჩვენს გუნდს წარმატებებს ფინალურ ტურში, რომელიც 2025 წლის 30 მაისს თბილისში გაიმართება.