მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
08 მაისი 2025 წელი

ფრენბურთის ჩემპიონატი წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი მე-5 და მე-6 კლასებს შორის. შეჯიბრი გამორჩეოდა მაღალი ინტერესით, დაძაბული და ემოციური თამაშებით.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესანიშნავი ფიზიკური მომზადება, ერთობლივი თამაში და გუნდური სულისკვეთება. დაძაბულ და ბრძოლით სავსე ფინალში გამარჯვება მოიპოვა მე-6ა კლასმა, რომელმაც გამორჩეული ტექნიკა, ორგანიზებულობა და შეუპოვრობა აჩვენა.

ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა, დატოვა მხოლოდ პოზიტიური ემოციები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტის მნიშვნელობას სკოლაში.

ვულოცავთ მე-6ა კლასს დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ღირსეული და სანახაობრივი თამაშისთვის!