მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
02 მაისი 2025 წელი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2025 წლის 1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქოს განათლების ცენტრის სკოლების დირექტორები, პედაგოგები, სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ შორის – ჩვენი სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ლალი მელივა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

მემორანდუმის ფარგლებში, CIU-ში ჩარიცხულ საპატრიარქოს განათლების ცენტრის სკოლების კურსდამთავრებულებს 40%-იანი შიდა უნივერსიტეტური გრანტი მიენიჭებათ. გარდა ამისა, თანამშრომლობა ითვალისწინებს:

  • პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს;
  • ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებს;
  • შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.

პროგრამით სარგებლობას შეძლებენ პედაგოგებიც – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათთვის გადამზადების სპეციალურ პროგრამებს განახორციელებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახაბერ კორძაიამ და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები იყვნენ გიორგი ფარეშიშვილი, მარინე უგულავა და დავით გვეტაძე. სემინარის – „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ მონაწილეებს კი გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს და ხელს უწყობს განათლების სფეროში ხარისხის ამაღლებას.