მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
17 აპრილი 2025 წელი

მოსწავლეების სულიერი გამდიდრება წმინდა ლუკა მახარებლის ტაძარში

დღეს განსაკუთრებული დღე ჰქონდათ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს. ისინი მასწავლებელთან ერთად ეწვივნენ წმინდა ლუკა მახარებლის ტაძარს, სადაც გულთბილად უმასპინძლა ტაძრის წინამძღვარმა მამა სპირიდონმა.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტაძარში ჩატარებულ ღვთისმსახურებაში, მოისმინეს მამა სპირიდონის ქადაგება და ისაუბრეს ქრისტიანულ ფასეულობებზეც - სინანულსა და სიყვარულზე.

მომლოცველთათვის მთავარი და ამაღლებული ნაწილი იყო ზიარება — მოსწავლეები წირვის დასრულების შემდეგ წმინდა საიდუმლოს ეზიარნენ, საკურნებელად სულისა და ხორცისა, სადიდებელად უფლისა!

მოსწავლეებისთვის ეს არ იყო მოლოცვისა და ზიარების პირველი შემთხვევა. ისინი ყოველთვის ზრუნავენ შინაგან სიმშვიდესა ღვთის მადლის მოპოვებისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს სულიერ მოძღვარს, მამა სპირიდონს, ამ მადლიან გზაზე თანადგომისთვის.