მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 მარტი 2025 წელი

სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრება – VII კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია პატარა მეგობრებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში VII ა კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია ფორჩხიძემ, ბარბარე ზიბზიბაძემ, დავით ბარბაქაძემ და გიორგი მეგენეიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, გრიგოლ ბენდელიანის უშუალო მენტორობით, პირველკლასელებისთვის საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაატარეს, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასა და სწორი კვების პრინციპებს შეეხებოდა.

პრეზენტატორებმა შესანიშნავად წარმოადგინეს მასალა, რომელიც ადაპტირებული იყო უმცროსკლასელებისთვის. მათი საუბარი გასაგები, მკაფიო და მხიარული იყო, რაც პირველკლასელებისთვის ინფორმაციის მარტივად აღქმისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მათ გამოავლინეს პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები.

გამოყენებული იყო ვიზუალური მასალა, ინტერაქტიური აქტივობები და გასართობი ელემენტები, რამაც კიდევ უფრო მეტად გაახალისა და დააინტერესა პატარა მსმენელები. ეს იყო წარმატებული ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების, არამედ პასუხისმგებლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებაში.