საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო განათლებისც პედაგოგმა ჯუბა თომაძემ თემაზე, „პოლიტიკა და პოლიტიკური კულტურა: რა არის და რას ეხება პოლიტიკა?
ჩაატარა ინფორმაციული შეხვედრა, მოსწავლეებთან, რომელიც, შეეხებოდა პოლიტიკის მნიშვნელობას, ძირითად კონცეფციებსა და პოლიტიკურ კულტურას.
შეხვედრაზე მოსწავლეებს განემარტათ შემდეგი საკითხები:
1. პოლიტიკის არსის გაგება – რა არის პოლიტიკა, როგორია მისი როლი საზოგადოებაში და როგორ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.
2. პოლიტიკური კულტურის მნიშვნელობა – როგორ განისაზღვრება პოლიტიკური კულტურა, რა ფაქტორები აყალიბებს მას და როგორ მოქმედებს დემოკრატიულ პროცესებზე.
3. თუ როგორ შეუძლიათ, როგორც მოქალაქეებს, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე.
4. პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის წახალისება – როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში, როგორ მუშაობს პოლიტიკური სისტემა და რა უფლებები და მოვალეობები აქვთ.
ამგვარი შეხვედრები და საუბრები მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთესად გაიგონ პოლიტიკისა და დემოკრატიის მექანიზმები.
გაუმარტივდებათ საარჩევნო პროცესების, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მათი გავლენის გააზრება.
განუვითარებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობის სურვილი.
დაეხმარება კრიტიკულად შეაფასონ პოლიტიკური მოვლენები და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
მოამზადებს მათ, მომავალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისათვის.