მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 იანვარი 2025 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და პიროვნული ზრდის მიმართულებით.

დღეს, მთელი მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი, სკოლამ შეძლო სასწავლო პროცესის სრული მობილიზაციით ჩართულიყო სრულფასოვან სასწავლო პროცესში. კვალიფიციური პედაგოგების ძალისხმევითა და ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით, შიექმნა ისეთი გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა შესაძლებლობა გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები.

სასკოლო თემის ჩართულობას ჰქონდა, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მიდგომები. სემესტრის განმავლობაში განხორციელებული ყველა ღონისძიება წარმოადგენდა სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობლების ერთობლივი მუშაობის შედეგს. მათ შეიმუშავეს საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გეგმები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევდა საშუალებას, საფუძვლიანად შეესწავლათ სასკოლო საგნები, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.  მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებსა და შეჯიბრებებში. მათ გამოიჩინეს თავი შემოქმედებითი პოტენციალითა და თვითდაჯერებულობით.

მშობლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს სკოლის ინიციატივებს და ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში.

ჩვენი სკოლის 2024- 25წლის პირველი სემესტრის პრიორიტეტული აქტივობებიდან გამოვყოფ შემდეგ სეგმენტებს:

  • საგანმანათლებლო სფერო: სკოლაში ხორციელდებოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიმართული იყო მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებისკენ. ჩატარდა მასტერკლასები, სემინარები, დისკუსიები და სხვა ღონისძიებები, რომლებმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უფრო ღრმად შეესწავლათ სხვადასხვა საგანი და განევითარებინათ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.
  • სპორტული აქტივობები: სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. სემესტრის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ოლიმპიადები და ტურნირები, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეცნობიერებინათ ჯანსაღი ცხოვრების არსი და განევითარებინათ გუნდური მუშაობის უნარები.
  • კულტურული აქტივობები: სკოლა აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას. მოქმედებს რამდენიმე წრე, კულტურის სფეროს მიმართულებით. ჩატარდა კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გამოევლინათ შემოქმედებითი პოტენციალი და გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.
  • შემეცნებითი აქტივობები: სკოლა ახორციელებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობას, მოსწავლეთა სულიერი განვითარებისთვის, სასულიერო პირის მიერ ჩატარდა რამდენიმე საინტერესო ლექცია, დისკუსია, ექსკურსიები და სხვა ღონისძიებები, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეფართოებინათ ცოდნის არეალი და განევითარებინათ ინტერესი თეოლოგიური და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს მიმართ.

მასწავლებლებმა გამოავლინეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და მზრუნველობა მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამაზე მოწმობს, მათ მიერ, ინფორმაციის გადაცემის ინტელექტუალურ განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტიციური პროცესები.

სასწავლო პროცესის განმავლობაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ განსხვავებებს. სკოლამ აამუშავა სისტემის რემედიაციის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, ფსიქოლოგიურ მიდგომებს და ამ კუთხით გაძლიერებულად მუშაობენ სკოლის ფსიქოლოგები.

მადლობას ვუხდი სრულიად სასკოლი თემს მხარდაჭერისა და მაღალი პროფესინალიზმისთვის, რადგან მათი მუშობის პრინციპებიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი გაკეთდა მოსწავლეთა განვითარებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შექმნისკენ.

სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივა .