მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
28 დეკემბერი 2024 წელი

„საშობაო ზღაპარი“ - შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

წინასაახალწლო ღონისძიებები დაარსების დღიდან ტრადიციად იქცა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. ამგვარი აქტივობები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ურთიერთობის გაუმჯობესებას და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს აძლევს საშუალებას, განავითარონ საკუთარი ნიჭი, გაიმყარონ თავდაჯერებულობა და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა.

I ბ კლასის დამრიგებლის, ნინო კანტიძის ინიციატივითა და მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის ჩართულობით, გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიება სახელწოდებით: ,,საშობაო ზღაპარი". ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა ზღაპრის გმირების სამოსი და განსხვავებული იმიჯით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები. ღონისძიებას მუსიკალური ნომრებიც ამდიდრებდა, რომელიც პატარებმა მაღალი შემოქმედებითი ენერგიითა და მხატვრული შთაგონებით წარმოადგინეს.
 ღონისძიება იყო არა მხოლოდ მხიარული და ემოციური, არამედ ბავშვებისა და მშობლებისათვის საინტერესო და შთამაგონებელი. ეს დღე დაეხმარა ბავშვებს, უკეთესად აღიქვან მეგობრობის, შრომისუნარიანობისა და ერთიანობის მნიშვნელობა.