საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა შემოქმედებითი წინასაახალწლო ზეიმი მე-3 ბ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. წინასაახალწლო ზეიმი კლასის დამრიგებლის, ლია ინჯიას ხელმძღვანელობით, ნამდვილ საგანმანათლებლო და კულტურულ დღესასწაულად იქცა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს უნიკალური პროექტი, რომელიც ფოკუსირებული იყო: მსოფლიო ტრადიციებზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალი წლის აღნიშვნის თავისებურებებზე.
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და თემატურობით. ბავშვებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, რაც მათ მიერ გააზრებულ და ღრმა ინფორმაციის ფლობას მოწმობდა. დეკლამატორული ოსტატობა იწვევდა აღფრთოვანებას.
ღონისძიებას კიდევ უფრო დიდი შარმი შესძინა სკოლის მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის, დახმარებით შესრულებულმა სიმღერებმა ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე. ბავშვებმა გამოავლინეს არა მხოლოდ მუსიკალური სმენა და ნიჭი, არამედ გუნდური მუშაობის უნარიც, რაც ცხადყოფს მათი განვითარების მაღალ დონეს.
როგორც სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი მელივამ აღნიშნა:
,,ამ დღესასწაულმა აჩვენა მოსწავლეების არამხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ კულტურული შეგნება და შემოქმედებითი პოტენციალი. ზეიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამრიგებელმა, ლია ინჯიამ, მოსწავლეთა ნიჭის სწორი წარმართვით შესაძლებელი გახადა ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მომავალში მათთვის შეუცვლელი გახდება".
ღონისძიება იმსახურებს საუკეთესო შეფასებას, როგორც მისი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული და შემოქმედებითი მნიშვნელობისთვის.