მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 დეკემბერი 2024 წელი

2022-2023 სასწავლო წლის წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მედალოსან კურსდამთავრებულებს:      

  • რატი მინაშვილს,
  • ანა გულისაშვილს,
  • მარიამ კობახიძეს,
  • ლიზი თათულიშვილს
  • მაია ტალახაძეს.

სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა,  ლალი მელივამ გადასცა სიგელები და ოქროს მედლები.

 ,,თქვენი შრომით, მიზანდასახულობითა და ცოდნისადმი სიყვარულით დაიმსახურეთ ღირსეული ჯილდო. ეს მიღწევა არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი წარმატებებისა, რომელიც მომავალში გელით.
იმედია, თქვენი შრომისმოყვარეობა და შემართება შთაგონებად იქცევა კი მეგობრებისთვის და სკოლის მომავალი თაობებისთვის."
აღნიშნა ლალი მელივამ.

 ზოგადად, მედალი, როგორც მიღწევების სიმბოლო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მისი მოპოვება პიროვნული შრომისა და მონდომების აღიარებას წარმოადგენს.

ამგვარი ჯილდო ადამიანს უნერგავს თვითშეფასებისა და ღირსების განცდას. ეს წარმატება, მომავალში რთული გამოწვევების გადალახვის პროცესში, უდიდეს როლს ითამაშებს. იქნება გზამკვლევი, რომელიც მუდმივად შეგახსენებთ საკუთარ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. სწორედ ამიტომ, მედლის მნიშვნელობა შეიძლება იყოს ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე მისი მატერიალური ღირებულება.