მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 დეკემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ქადაგებას დაესწრნენ

წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის აღმასრულებელი დირექტორის, ლალი მელივას, მოძღვრის სპირიდონ მუმლაძისა და კატეხიზმოს მასწავლებლების ინიციატივით, სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს. ეს განსაკუთრებული დღე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის.

დღის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას, მოესმინათ მოძღვრის ქადაგება და მიეღოთ წმინდა ზიარება. ყოველივე ეს, არამხოლოდ რელიგიური, არამედ სულიერი გზავნილებით სავსე გამოცდილება გახდა. მოძღვრის ქადაგება შეეხებოდა წმინდა ბარბარეს ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს, რომელიც თავდადებისა და რწმენის სიმბოლოდ გვევლინება.

სწავლა-აღზრდის პროცესში ასეთი დღეები განსაკუთრებული როლს თამაშობს. მოსწავლეებმა გაიაზრეს რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის მნიშვნელობა. წმინდა ბარბარეს ცხოვრება გვახსენებს, რომ შინაგანი სიმტკიცე და სულიერი სიმაღლეები არის ჩვენი ყოფიერების ძირითადი ღირებულებები.

ასეთი დღეები ხელს უწყობს ახალგაზრდებს, შეიმეცნონ რწმენის სიღრმე და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხოლო მონასტერში ვიზიტი კიდევ უფრო ამდიდრებს მათ გამოცდილებას, აკავშირებს მათ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებთან