მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეათეკლასელმა-ანდრია გოგობერიშვილმა უმცროსკლასელებს ვარსკვლავები გააცნო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. სამყაროს შემეცნების პროცესში ბავშვებს უამრავი შეკითხვები უჩნდებათ. ასტრონომია კი მათი დაკვირვების პირველ სამეულში შედის.

მე- 10 კლასის მოსწავლის ანდრია გოგობერიშვილის ინიციატივით, დაწყებითი კლასების პატარები დიდი ინტერესით გაეცნენ გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავების ნაირსახეობებს. მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩვენს გალაქტიკაში, ,,ირმის ნახტომში" არის 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი. შეუიარაღებელი თვალით კი ცაზე დედამიწიდან მხოლოდ 1500-მდე ვარსკვლავი და 88 თანავარსკვლავედი ჩანს. ჩვენი გალაქტიკა საშუალოზე დიდი გალაქტიკაა. საშუალოდ თითოეული გალაქტიკა შეიცავს 100 მილიარდზე მეტ ვარსკვლავს, ხოლო გალაქტიკების რაოდენობა მინიმუმ 2 ტრილიონია. ჩვენი გალაქტიკა ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იზრდება და მის კიდეებზე მუდმივად წარმოიქმნება ახალი ვარსკვლავები. დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდეგ რძის გზა ამჟამინდელზე ხუთი პროცენტით დიდი იქნება. დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველდღიურად. ამ ყველაფერს ის დაემატება, რომ 4 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკას დაეჯახება სპირალური გალაქტიკა "ანდრომედა" და წარმოიქმნება მეგაგალაქტიკა სახელად "მილკომედა" და შემდეგ "გვექნება" დღევანდელზე ბევრად მეტი ვარსკვლავი. ეს შეჯახება არ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და არ მოხდება ვარსკვლავების პირდაპირ ერთმანეთზე დაჯახება.

ამ მონათხრობიდან მოსწავლეებმა გაიგეს, რამდენი დასახელების ვარსკვლავი არსებობს:
პროტოვარსკვლავი, ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, ნახევრად ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, თი თაური ვარსკვლავი,ჰერბიგის ვარსკვლავიმოელვარე ვარსკვლავები.

სკოლის ადმინისტრაცია უფროსკლასელთა ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს და სამომავლოდ იგეგმება მსგავსი აქტივობები სხვადასხვა დისციპლინებში საჭირო ცოდნის გასაზიარებლად.