მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 დეკემბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინგლისურ ენაზე მოსწავლეთა დებატები გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში უცხო ენების შესწავლისას დიდი ყურადღება ექცევა ენის დაუფლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპეციფიკური საკითხების პრაქტიკულად წარდგენის დეტალებს.

ამ ეტაპტზე ყურადღება გამახვილდა Debates in English language-ზე . მე-7 კლასის ინგლისურის პედაგოგმა, ანა ხელაიამ მოსწავლეებს დებატების ფორმატში წარსადგენი პრეზენტაცია შეთავაზა:

  • თემა: უცხო ენებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები/საკვანძო საკითხები.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
პრეზენტაციის თემები იყო:
1. Is speaking English bad for native language?
2. Chinese is the language of future
3. What if everyone in the world spoke the same language
4. You can't start a job unless you are billingual
5. Films and TV series are always better in original version
6. We should speak enemy's language
7. English is essential to learn
8. English has positive/negative influence in teenagers
9. Second language in first grade is necessery
10. Students should be able to choose which foreign language to study.

პრეზენტატორებმა პრეზენტაციები წარადგინეს საუკეთესოდ.  გამოავლინეს ენაში არსებული ლექსიკური მარაგის სწორი გრამატიკული კონტექტებით წარმოთქმა. ლოგიკური შეკითხვების დასმის ოსტატობა და პასუხების სისხარტე. ენობრივი ერთეულების სწორი წარმოთქმის ტექნიკა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა, პედაგოგები და მოსწავლეები.
ლალი მელივამ მოსწავლეებს მიულოცა წარმატებული გამოსვლა და მიუთითა საყურადღებო დეტალებზე , რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა პერსონალურ სფიჩში .